რა ხდება გზებზე
გართულებული მეტეოროლოგიური
პირობების გამო,
საავტომობილო გზებზე გაწმენდითი
სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ყველა მიმართულებით
ადგილზე მობილიზებულია თოვლმწმენდი ტექნიკა, გზებზე განუწყვეტლივ
იყრება ტექნიკური მარილი, რათა ავტოტრანსპორტის მოძრაობა უმოკლეს
პერიოდში აღდგეს
ამ ეტაპზე ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო
მნიშვნელობის ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზის კმ76–კმ97
(ახალციხე-ვალე) მონაკვეთზე მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და 30
ადგილზე მეტი ტევადობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია
გადაადგილების სპეციალური რეჟიმები ნარჩუნდება შემდეგ საავტომობილო
გზებზე:
თოვისა და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის
მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის
მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი
ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის
გადაადგილება თავისუფალია. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით,
გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა
განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი
გვირაბების გავლით
ინტენსიური თოვისა და დაბალი ხილვადობის გამო, საერთაშორისო
მნიშვნელობის ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზაზე აკრძალულია
მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე
მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის
ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია
ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის
ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ62
(ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე და ასევე
საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზაზე აკრძალულია
მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო
დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. გზის
დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია
ინტენსიური თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, შიდასახელმწიფოებრივი
მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის
კმ1-კმ52 (გომი-საჩხერე) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და
ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის
ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია
თოვლისა და მოსალოდნელი ზვავსაშიშროების გამო, შიდასახელმწიფოებრივი
მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის კმ53-კმ66
(კორშა-ბისო) მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის
მოძრაობა. საავტომობილო გზის კმ1-კმ53 (ჟინვალი-კორშა) მონაკვეთზე
ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის
საავტომობილო გზის კმ30-კმ186 (ჯვარი-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია
მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე
მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. ხოლო, კმ70-კმ186
(ხაიში-უშგული) მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა
დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. მაღალი
გამავლობის ავტოტრანსპორტის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე)
მოძრაობა თავისუფალია. საავტომობილო გზის კმ1-კმ30 (ზუგდიდი-ჯვარი)
მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია