უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინას დაუყოვნებლივ გადასცეს.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო
საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს,
საქართველოს მესამე პრეზიდენტი
მიხეილ სააკაშვილი უკრაინას დაუყოვნებლივ გადასცეს.
როგორც საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი,
უკრაინის მოქალაქის მიმართ ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა
ეწინააღმდეგება თბილისის ევროკავშირში გაწევრიანების დეკლარირებულ
კურსს და მიუთითებს საქართველოში დემოკრატიისგან გადახვევაზე.
„უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს კატეგორიულ პროტესტს
საქართველოში გისოსებს მიღმა მყოფი უკრაინის მოქალაქის მიხეილ
სააკაშვილის მიმართ არაჰუმანურ მოპყრობასთან დაკავშირებით. სსრკ-ს
შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის ყველაზე უარეს ტრადიციებში
საქართველოს ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილის მიმართ იყენებს
ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ძალადობას, უარს ეუბნება მას სასწრაფოდ საჭირო
სამედიცინო დახმარებაზე, განზრახ უქმნის პირდაპირ საფრთხეს მის
სიცოცხლეს. უკრაინის მოქალაქის მიმართ ადამიანის უფლებების უხეში
დარღვევა ეწინააღმდეგება თბილისის ევროკავშირში გაწევრიანების
დეკლარირებულ კურსს და მიუთითებს საქართველოში დემოკრატიისგან
გადახვევაზე.
მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მიხეილ
სააკაშვილის შეურაცხყოფა და გადასცეს ის უკრაინას. ნუ თამაშობთ
ადამიანის სიცოცხლით პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის. ასევე
მივმართავთ უცხოეთის მთავრობებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს,
საჯაროდ დაიცვან უკრაინის მოქალაქე, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი,
რომლის სიცოცხლე საფრთხის ქვეშ დადგა საქართველოს ხელისუფლების
მხრიდან პოლიტიკური რეპრესიების გამო“, - ნათქვამია უკრაინის საგარეო
საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
წაყარო: https://www.interpressnews.ge/