რა ხდება გზებზე
ინტენსიური თოვის გამო, საერთაშორისო
მნიშვნელობის ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზის
კმ76–კმ97
(ახალციხე-ვალე) მონაკვეთზე
აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და 30 ადგილზე მეტი
ტევადობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის
ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია
ინტენსიური თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, შიდასახელმწიფოებრივი
მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის
კმ1-კმ52 (გომი-საჩხერე) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და
ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის
ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია
გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა
თავისუფალია