მეტროსადგური "ვარკეთილი" ორი თვით დაიკეტება
9 თებერვლიდან მეტროსადგურ
"ვარკეთილის" რეაბილიტაცია დაიწყება, - ამის შესახებ კახა კალაძემ
თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი ინფორმაციით, სარეაბილიტაციო
სამუშაოები 18 თვეს გაგრძელდება. ივნისი-აგვისტოს პერიოდში კი
მეტროსადგური 2 თვით დაიკეტება. მერის თქმით, მგზავრთა კომფორტული
გადაადგილებისთვის ვარკეთილის მიმართულებით ავტობუსების რაოდენობა
დაემატება.