საზოგადოება
ბორჯომელი მხატვარი ომაზ ჩხეიძე გარდაიცვალა
ბორჯომელი მხატვარი ომაზ ჩხეიძე,
გუშინ 30 იანვარს, 74 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ტელეკომპანია ,,ბორჯომი'' სამძიმარს უცხადებს ომაზ ჩხეიძის
ოჯახს.
ომაზ ჩხეიძე დაიბადა 1948 წელს 6 ივნისს,, ბორჯომში. დაამთავრა
ბორჯომის N6 სკოლა. ბავშვობიდან ხატავდა. ხატავდა ყოველ წუთს, ყველგან
და ყველაფერზე: რვეულში, ფურცლებზე, წიგნებში, კედლებზე, მერხებზე,
იატაკზე. იყო მოსწავლეთა შორის რესპუბლიკური და საკავშირო კონკურსების
მრავალგზის წარმატებული მონაწილე.
მან წითელ დიპლომზე დაამთავრა მაშინდელი საქ. პოლიტექნიკური ინსტიტუტი
ხიდების მშენებლობის პროფესიით და ჩააბარა ასპირანტურაში მოსკოვში.
ტრეტიაკოვის გალერეის, პუშკინის სახ. მუზეუმის, გამოფენების
დათვალიერების შემდეგ, გაიტაცა ფერწერამ.
პირველი პერსონალური გამოფენა ჰქონდა 1988 წ. ბორჯომში, შედეგ
თბილისში, საიდანაც მისი 4 ტილო გაიგზავნა მოსკოვში, საკავშირო
ფესტივალზე, სადაც 6000 ექსპონატს შორის ,,გალაქტიონმა“ მოიპოვა
პირველი ადგილი და ოქროს მედალი.
ასევე დიდი წარმატება ხვდა ამ ტილოს 1989 წელს პარიზში გამართულ
საერთაშორისო გამოფენაზე, სადაც უმაღლესი ჯილდო ,,გრან-პრი“მიენიჭა.
აღსანიშნავია მის მიერ შექმნილი ტილოები: ,,ვეფხისტყაოსანი“, ,,ილია“,
,,ექვთიმე თაყაიშვილი“, ,,აბესალომ და ეთერი“ და სხვა. ბოლო
პერსონალური გამოფენა 2009 წ. დეკემბერში, სამების საკათედრო ტაძარში
ჰქონდა, რომელმაც უდიდესი წარმატებით ჩაიარა.
ბატონ ომაზს დაწერილი აქვს ისტორიული რომანი ,,გახლეჩილი რწმენა“,
ასევე, ,,ჩვენი მესხები“, რომელშიც გაშუქებული აქვს დეპორტირებული
მესხთა პრობლემები. ომაზ ჩხეიძე იყო ბორჯომის ფეხბურთის
ფედერაციის პრეზიდენტი, შესანიშნავად თამაშობს ჭადრაკს, წარმატებით
მონაწილეობდა რესპუბლიკურ და რეგიონალურ ტურნირებში, მის მოსწავლეებს
არაერთი მნიშვნელოვანი შედეგები აქვთ დადებული ქვეყნის მასშტაბით.
ნახეთ ტელეკომპანია ბორჯომის მუერ მომზადებული მასალები ომაზ ჩხეიძის
შესახებ.
"ვხატავდი გულით და არა ხელით"- ომაზ ჩხეიძე
ბორჯომელი მხატვრის ომაზ ჩხეიძის მორიგი
წარმატება
გააზიარეთ :