IDS ბორჯომსა და საქართველოს სათხილამურო ფედერაციას შორის პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა
13:46 / 25.01.2023
IDS ბორჯომსა და საქართველოს
სათხილამურო ფედერაციას შორის პარტნიორობის მემორანდუმი
გაფორმდა.მემორანდუმის თანახმად, ქართული
მინერალური წყალი „ბორჯომი“,ბაკურიანში დაგეგმილი ფრისტაილის,
სნოუბორდისა და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატის სპონსორი იქნება.
სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის, ნატურალური მინერალური წყალი
„ბაკურიანი“ ლიმიტირებული შეფუთვით შეიქმნა. თანამშრომლობის შესახებ
მემორანდუმს ხელი, საქართველოს სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტმა -
ზურაბ კოსტავამ და კომპანია IDS ბორჯომი თბილისის გენერალურმა
დირექტორმა - გიორგი ერაძემ მოაწერეს.
მინერალური წყალი „ბორჯომი“ საქართველოს სათხილამურო ფედერაციის
მხარდამჭერი წლების განმავლობაში იყო. ეს თანამშრომლობა ბაკურიანში
დაგეგმილი მსოფლიო ჩემპიონატის ფარგლებში განახლდება. ბაკურიანში
ფრისტაილის, სნოუბორდის და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატი 16 თებერვალს
დაიწყება და 5 მარტს დასრულდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.