ახალი ამბები
2023 წელს ვის რამდენით დაუსუბსიდირებს მთავრობა ელექტროენერგიის გადასახადს

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის, გაგრძელდება მოხმარებული ელექტროენერგიის სუბსიდირება.



ისინი, ვინც სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში არიან და 70 000 ან ნაკლები სარეიტინგო ქულა აქვთ, მოხმარებული ელექტროენერგიისთვის, მიიღებენ სუბსიდიას - 1 კვტსთ-ზე 12 თეთრამდე.

70000-დან 150000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახებისთვის კი განხორციელდება 200 კვტსთ-მდე ელექტროენერგიის სუბსიდირება, 1 კვტსთ-ზე 3.5 თეთრის ოდენობით. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის ელექტროენერგიის გადასახადის სუბსიდირება 2015 წელს დაიწყო. 2022 წლიდან კი, მთავრობის გადაწყვეტილებით, პროგრამა, 70 000 და ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახებთან ერთად, იმ ოჯახებსაც ეხებათ, რომელთა ქულები 70 000-დან 150 000-მდეა. აღსანიშნავია, რომ ელექტროენერგიის გადასახადის სუბსიდირების პროგრამისთვის, 2023 წლის ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 12 მილიონი ლარია გამოყოფილი.


(R)



Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.