საავტომობილო გზის გარკვეულ მონაკვეთებზე მოძრაობა აღდგა
საავტომობილო გზების დეპარტამენტის
ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად,
საერთაშორისო მნიშვნელობის
თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ132–კმ163 (სურამის
კვანძი-საქასრია) მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი
ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.
ასევე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა
აღდგენილია საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის
საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე.