ახალი ამბები
ბორჯომში პიროტექნიკით ორი არასრულწლოვანი დაშავდა
ჯეო ჰოსპიტალსის ბორჯომის სამედიცინო
ცენტრის დირექტორის განცხადებით, საავადმყოფოში, ახალი წლის ღამეს ორი
არასრულწლოვანი შეიყვანეს, რომლებიც პიროტექნიკის არასწორად
გამოყენების გამო იყვნენ დაშავებულები.
დავით ბარაბაძის განმარტებით,
მოზარდებს მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებოდათ და მალევე მოხდა მათი
გაწერა სამედიცინო ცენტრიდან. დაშავებულები ადგილობრივები არ
იყვნენ.
"ჩაუტარდათ შესაბამისი დახმარება. იმდენად მსუბუქი
დაზიანებები აღენიშნებოდათ, რომ მალევე მოხდა მათი სამედიცინო
ცენტრიდან გაწერა" - განაცხადა ტელეკომპანია
"ბორჯომთან" საუბრისას დავით ბარაბაძემ.
ამავე თემაზე:
ახალი წელი პიროტექნიკით თუ მის
გარეშე?
გააზიარეთ :