დღეს პატრიარქის დაბადების დღეა
დღეს, სრულიად საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის
დაბადების დღეა. მას 90 წელი შეუსრულდა.
ილია II (ერისკაცობაში — ირაკლი გიორგის ძე ღუდუშაური-შიოლაშვილი)
1933 წლის 4 იანვარს დაიბადა. ის 1957 წელს ბერად აღიკვეცა და ილია
ეწოდა; 1957 წლის 18 აპრილს სიონის საპატრიარქო ტაძარში ხელდასხმულ
იქნა იეროდიაკვნად; 1959 წლის 10 მაისს წმიდა სერგის მონასტრის
ლავრაში მღვდელმონაზვნად; 1960 წლის 19 დეკემბერს აღყვანილ იქნა
იღუმენის, ხოლო 1961 წლის 16 სექტემბერს არქიმანდრიტის ხარისხში; 1963
წლის 26 აგვისტოს დაინიშნა კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსად;
1963-1972 წლებში იყო მცხეთის სასულიერო სემინარიის პირველი რექტორი;
1967 წელს გადაყვანილ იქნა აფხაზეთის ეპარქიაში; 1969 წელს აღყვანილ
იქნა მიტროპოლიტის ხარისხში; 1977 წლის 23 დეკემბერს არჩეულ იქნა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად.
25 დეკემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის,
მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის
მიტროპოლიტის, ილია მეორის ინტრონიზაციიდან 45-ე წლისთავი
აღინიშნა.