ბაკურიანში დაგეგმილ მსოფლიო ჩემპიონატთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართა
22 დეკემბერს, სასტუმრო რედისონში,
ფრისტაილის, სნოუბორდის და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების
თაობაზე პრესკონფერენცია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ
მარიამ ქვრივიშვილმა; კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის
მოადგილემ იოსებ ბაღათურიამ, მთის ტრასების სააგენტოს დირექტორმა
ირაკლი ბურჭულაძემ, საქართველოს სათხილამურო ფედერაციი პრეზიდნეტმა
ზურაბ კოსტავამ და ასევე სათხილამურო ფედერაციის გენერალური სპონსორი
კომპანიის - სილქნეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ გიორგი
რამიშვილმა.
პრესკონფერენციაზე ცნობილი გახდა, რომ მომდევნო ორი სეზონი ბაკურიანი
მსოფლიო თასის ეტაპებს უმასპინძლებს კროსში.
ფრისტაილის, სნოუბორდის და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატი ქვეყნისთვის
უმნიშვნელოვანესი ღონისძიებაა. ჩემპიონატი 7 დისციპლინას მოიცავს,
მედლების რაოდენობა კი 30 კომპლექტს შეადგენს. ასეთი მასშტაბური
სპორტული ღონისძიება პირველად ტარდება საქართველოში. 16 თებერვლიდან 5
მარტის ჩათვლით, დაახლოებით 50 ქვეყნიდან 2000-მდე სტუმარს:
სპორტსმენს, მწვრთნელს, ექიმს, მსაჯს - უმასპინძლებს ბაკურიანი. ამ
მასშტაბის სპორტული ღონისძიების ორგანიზებაში დიდი წვლილი მიუძღვის
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, რომელმაც
უმნიშვნელოვანესი ინვესტიციებით, მსოფლიო სტანდარტის ინფრასტრუქტურა
შექმნა ისტორიულ კურორტ ბაკურიანში.
„ჩვენი 20 წლიანი საქმიანობა, როგორც კერძო ბიზნესის დაგვირგვინდა
უდიდესი მოვლენით, რასაც ქვია მსოფლიო ჩემპიონატი. საქართველოში
მსოფლიო ჩემოიონატი პირველად ტარდება და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ
ამ სპორტით იწყება უდიდესი საქმე. მთავრობის მიერ შეიქმნა უმაღლესი
ხარისხის ინფრასტრუქტურა, რაც ძალიან მისასალმებელია. ეს დიდი ნაბიჯია
ჩვენი ქვეყნისთვის და დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველას ვინც
ამაში მონაწილეობდა. განსაკუთრებული მადლობა პრემიერ ირაკლი
ღარიბაშვილს, რომელმაც გადამწყვეტ მომენტში მიიღო ძალიან სერიოზული
გადაწყვეტილებები“- გიორგი რამიშვილი, სილქნეტის სამეთვალყურეო საბჭოს
თავმჯდომარე.
კომპანია სილქნეტი მსოფლიო ჩემპიონატის წარმდგენიც გახდა და ზამთრის
სეზონის მთავარ ღონისძიების მასპინძელი იქნება.
ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანესი ღონისძიებისთვის მზადება სათხილამურო
ფედერაციამ და სილქნეტმა ჯერ კიდევ 2018 წელს დაიწყო, როცა
საბერძნეთში, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის კონგრესზე
საქართველომ მასპინძლის სტატუსი მოიპოვა.
სილქნეტი ზამთრის სახეობებში არაერთი საერთაშორისო თუ ადგილობრივი
შეჯიბრის გენერალური სპონსორია და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს
ქართველი სპორტსმენების საერთაშორისო ასპარეზზე წარმოჩენაში. კომპანია
ხელს უწყობს ქართველი სპორტსმენების წვრთნებს უცხოეთის კურორტებზე,
მაღალრეიტინგული მწვრთნელების მეთვალყურეობის ქვეშ. 2023 წლის მსოფლიო
ჩემპიონატში მონაწილეობას 6 სათანადო კვალიკაციის მქონე ქართველი
სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას.
მარიამ ქვირივიშვილი - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი
განვითარების მინისტრის მოადგილე :
„მოგეხსენებათ, რომ ჩვენ უმოკლედ ვადებში საკმაოდ რთული სამუშაოები
შევასრულეთ და შედეგად ბაკურიანს დღეს უკვე აქვს ორი ხელოვნური
რეზერვუარი, 29 კილომერტიანი ხელოვნური გათოვლიანების სიტემა,
რამდენიმე ახალი საბაგირო და 6 საშეჯიბრო, სათხილამურო ტრასა. ეს
მოგვცემს შესაძლებლობას რომ ღირსეულად ვუმასპინძლოთ მსოფლიო
ჩემპიონატს. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველა ჩვენ პარტნიორ
კომპანიას, ყველა ადამიანს, ვინც ამ საქმეში არის ჩართული, ფედერაციას
და განსაკუთრებული მადლობა, ბატონ გიორგი რამიშვილს, რომელსაც
ეკუთვნის ჩემპიონატის ჩატარების ინიციატივა და რომ არა მისი
ჩართულობა, ლობირება და ამ საქმის სიყვარული - არც ეს პროექტი
გვექნებოდა და არც ეს ინფრასტრუქტურა.“
2023 წლის ფრისტაილის, სნოუბორდის და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატი ისეთ
სახეობებს მოიცავს, რომელიც სპორტსმენისთვის საკმარისად ექსტრემალურია
და მაყურებლისთვის -სანახაობრივი. ბაკურიანის დამსვენებლებს ან
სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის ჩამოსულ სტუმრებს საშუალება ექნებათ
თვალი ადევნონ ასპარეზობებს. უგულშემატკივრონ ქართველ სპორტსმენებს 16
თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით, დიდველის და კოხტა- მიტარბის ტრასებზე.
მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო არხით - ევროსპორტით - მოხდება
ჩემპიონატის ტრანსლაცია. ასევე საინფორმაციო მხარდამჭერები იქნებიან:
ევრონიუს საქართველო და სილქ უნივერსალი.