საზოგადოება
მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ მკურნალობის მოთხოვნით აქცია გაიმართება
ოპოზიციური პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ დღეს, 3 დეკემბერს “ქართული ოცნების" ოფისთან გამართავს აქციას, რომლის მთავარი მოთხოვნა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანა იქნება.
აქციის მთავარი სლოგანია „მიშა უნდა გადარჩეს“.

„გვაქვს ერთი მოთხოვნა - პრეზიდენტ სააკაშვილის გადაყვანა, ჯანმრთელობა და სიცოცხლის უზრუნველყოფა. მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა“, - განაცხადა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ხაბეიშვილმა რამდენიმე დღის წინ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აცხადებენ, ამ აქციას არ გააჩნია სხვა პოლიტიკური დღის წესრიგი.

აქციას სხვადასხვა ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც შუერთდებია. მათ შორის იქნება გიგი უგულავა, რომელიც სოციალურ ქსელ „ფეისბუკზე“ დაწერა:

“ხვალ და სანამ მიშა სამშვიდობოს იქნება ერთი და მხოლოდ ერთი საკითხია, სადაც ვიქნები ყველგან და ყოველთვის. ახლა ყველა სხვა საკითხი, ჩვენი ევროპული მომავალიც ამ საკითხს უკავშირდება. უფსკრულის წინაშე ვდგევართ. ახლა გამოჩნდება ვართ თუ არა იესოს მცნებების მიმდევარი ერი და ვართ თუ არა ჰუმანური საზოგადოება”.

საქართველოს ექსპრეზიდენტი, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი, საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. ის თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, 1 ოქტომბერს დააკავეს. მის წინააღმდეგ აღძრულია 3 საქმე, მათ შორის სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის მუხლითაც.

დაკავების დღეს სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა და პირველ ეტაპზე 50 დღე იშიმშილა, რის შედეგადაც, ექიმების შეფასებით, მისი მდგომარეობა თანდათან მნიშვნელოვნად დამძიმდა.

კლინიკა „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილი 12 მაისის შემდეგ იმყოფება. ოჯახი ამბობს, რომ მისი მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდება, იუსტიციის სამინისტრო კი ამტკიცებს, რომ სააკაშვილს საქართველოში სრულფასოვნად მკურნალობენ და მისი გადაყვანა სამკურნალოდ სხვა ქვეყანაში არ განიხილება.


წყარო:radiotavisupleba.ge

Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, ხანდაზმულები, მარტოხელა და მარტო მცხოვრები მოხუცები - ეს არის ადამიანების ჯგუფები, რომლებიც შინმოვლის სერვისს საჭიროებენ.
კარდიოლოგიური და ონკოლოგიური პაციენტები, ახალშობილები, მრავალშვილიანები, პენსიონერები, შშმ პირები, მარტოხელა მშობლები - ვის ეხება ბორჯომის მუნიციპალიტეტის განახლებული სოციალური პროგრამები.
დღის ამბები
„აგენტების“ შესახებ კანონპროექტი ჩავარდა - მედიის და სამოქალაქო სექტორის შეფასებები სამცხე-ჯავახეთიდან;
ომის 365 დღე - რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან ერთი წელი გავიდა;
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.