1 დეკემბერი შიდსის მსოფლიო დღეა
1 დეკემბერი შიდსის მსოფლიო დღეა,
რომლის მიზანს აივ-ინფექცია/შიდსთან დაკავშირებულ გამოწვევებზე
ყურადღების გამახვილება და აივ/შიდსის მიმართ საზოგადოების
ცნობიერების ამაღლება წარმოადგენს.
ქვეყანაში, მოქმედებს შიდსის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც მთლიანად
ფარავს, როგორც პრევენციულ ღონისძიებებს, ასევე დიაგნოსტიკას.
პროგრამა საქართველოს ნებისმიერი მოქალაქისთვის ხელმისაწვდომია და
სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ.