თამბაქოს სტანდარტიზებული შეფუთვით გაყიდვა 2024 წლამდე გადაიდო
თამბაქოს ნაწარმის სტანდარტიზებული
შეფუთვით რეალიზაციასთან დაკავშირებული ნორმები 2024 წლის 31
დეკემბრიდან ამოქმედდება.
პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო „თამბაქოს კონტროლის შესახებ“
კანონში შესატანი ცვლილება.
ერთ-ერთი ინიციატორის, დავით სონღულაშვილის განმარტებით, კანონპროექტი
თამბაქოს ნაწარმის სტანდარტიზებული შეფუთვით რეალიზაციასთან და
განლაგებასთან დაკავშირებული ნორმების, აგრეთვე მთავრობის მიერ
კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შემუშავების ვადის განსაზღვრასთან
დაკავშირებული ნორმის ამოქმედების ვადის ცვლილებას გულისხმობს.
„აღნიშნული ნორმები ამოქმედდება 2024 წლის 31 დეკემბრიდან, ნაცვლად
2022 წლის 31 დეკემბრისა“, -განაცხადა დავით სონღულაშვილმა.