საზოგადოება
წეროვანში კაცი გონების დაკარგვამდე სცემეს
წეროვანში კაცს გონების დაკარგვამდე სცემეს. გავრცელებული ინფორმაციით თავდასხმა ჯანდაცვის განვითარებისა და უფლებათა დაცვის ლიგის წარმომადგენლებზე გუშინ მოხდა, როდესაც წეროვანში ჩასულებს, გზა აებნათ.

დაზარალებულის მეუღლე ყვება, რომ დასახლებაში მათ დახმარება ერთ-ერთ შემხვედრ კაცს სთხოვეს, რომელმაც მის მეუღლეს უმიზეზოდ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ფიზიკურად გაუსწორდა.

ქალის თქმით, მისმა ქმარმა ცემისას გონება დაკარგა და საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო.

"ვიყავით წეროვანში, გზა აგვებნა და დახმარება ვთხოვეთ ერთ-ერთ მამაკაცს, რომელიც უმიზეზოდ თავს დაგვესხა. ფიზიკურად გაუსწორდა მანქანაში მჯდომ ჩემს მეუღლეს, რის გამოც მან გონება დაკარგა და ასეთ მდგომარეობაში მყოფ კაცს კიდევ ურტყამდა. ვითხოვთ რეაგირებას და ობიექტურ გამოძიებას" - თქვა ჯანდაცვის განვითარებისა და უფლებათა დაცვის ლიგის ხელმძღვანელმა, ირინა ბერკაცაშვილმა.

არსებული ინფორმაციით, მომხდარზე პოლიციამ გამოძიება უკვე დაიწყო.
წყარო : tvmonitoringi.ge
Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.