ოკუპირებულ გალში "დააპატიმრეს" ქართული მინერალური წყალი
ოკუპირებული აფხაზეთის ქალაქ გალში
„აღმოაჩინეს და ამოიღეს ქართული წარმომავლობის მინერალური წყლის
პარტია“.
ამის შესახებ ადგილობრივი სააგენტო
„აფსნიპრესი“ წერს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საბაჟო კომიტეტზე
დაყრდნობით.
ინფორმაციის მიხედვით, საუბარია 192 ბოთლ წყალზე, რომელიც
„კონტრაბანდასა და საბაჟო სამართალდარღვევებთან ბრძოლის სამმართველოს“
თანამშრომლებმა აღმოაჩინეს არასაცხოვრებელ შენობაში. კონკრეტულად
რომელი მინერალური წყალია და ვინ იყო მისი მფლობელი, მითითებული არ
არის.
წყარო:
www.radiotavisupleba.ge