საზოგადოება
ტყის მდგრადი მართვა ადიგენის მუნიციპალიტეტში
პროექტის „ტყის მდგრადი მართვა ადიგენის მუნიციპალიტეტში“ პირველ ეტაპის შედეგები სამუშაო შეხვედრაზე ეროვნული სატყეო სააგენტოს, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებისა (GIZ) და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) წარმომადგენლებმა განიხილეს.

აღნიშნული პროექტი სლოვენიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, მსოფლიო ბუნების ფონდის (WWF) კავკასიის პროგრამის კონსორციუმის წარმომადგენლობისა და ზავიტა კონსალტინგის მიერ ხორციელდება.

პროექტის ფარგლებში, ადიგენის მუნიციპალიტეტში ინვენტარიზაციის სამუშაოები 30 ათას ჰა ფართობზე ჩატარდა, მომზადდა ტყის მართვისა და რეკრეაციული განვითარების გეგმები, „საქმიანი ეზო” ეფექტიანი ოპერირებისთვის საჭირო ტექნიკით აღიჭურვა, გადამზადდნენ სატყეო სააგენტოს თანამშრომლები.

შეხვედრაზე, მხარეებმა, განხორციელებულ ღონისძიებებთან ერთად, სამომავლო ქმედებებსა და თანამშრომლობაზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ 2023 წლიდან, პროექტის ფარგლებში, ტყეებში უსაფრთხო მუშაობის შესახებ ფართომასშტაბიანი სასწავლო პროგრამა განხორციელდება, მოეწყობა სატყეო გზები სლოვენიური პრაქტიკის გათვალისწინებით და შეიქმნება ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა - საფეხმავლო ბილიკები, საბანაკე და საპიკნიკე ადგილები.

პროექტის „ტყის მდგრადი მართვა ადიგენის მუნიციპალიტეტში“ ძირითადი მიზნები ადიგენის მუნიციპალიტეტში ტყეების მდგრადი მართვის და გარემოსდაცვით შეთანხმებებში გაერთიანებული ადგილობრივი თემების სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებაა.
Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.