საზოგადოება
ვიცე-პრემიერმა “ბორჯომის” შესახებ განცხადება გააკეთა
ვიცე-პრემიერმა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ „ბორჯომის“ ჩამომსხმელი ქარხნის შესახებ განცხადება გააკეთა. მან თქვა, რომ “ბორჯომის” პირდაპირ მართვაში ჩართულები არ არიან, ამას ახორციელებს კომპანიის დაქირავებული ხელმძღვანელობა, თუმცა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები აქციონერებთან ერთად მთავრობასთანაც თანხმდება.
მისი თქმით, მთავრობამ კომპანია “ბორჯომის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე დანიშნა. მინისტრის განმარტებით, სამინისტროს დირექტორთა საბჭოში ასევე ჰყავს საკუთარი თანამშრომელი, დამკვირვებელი წევრი:

''ჩვენი მხრიდან დანიშნულია სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, გიორგი მაისურაძე. ამ ადამიანს კერძო სექტორში მუშაობის საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს. ასევე დირექტორთა საბჭოში გვყავს დამკვირვებელი წევრი, ჩვენი სამინისტროს თანამშრომელი, რომელსაც განსაკუთრებული გამოცდილება აქვს. შესაბამისად, სახელმწიფო აქტიურადაა ჩართული “ბორჯომის” პრობლემების მოგვარებაში და ასევე “ბორჯომის” გრძელვადიანი განვითარების კუთხით. “ბორჯომს” ჰქონდა კონკრეტული გამოწვევები, რაც სანქცირებასთან იყო დაკავშირებული“,–აცხადებს მინისტრი.

ლევან დავითაშვილის თქმით, ბორჯომმა უკვე მოახდინა ძირითად ბაზრებზე ოპერირების აღდგენა.

„განხორციელებული ცვლილებებით, რომელიც შეთანხმებული იყო ძირითად მარეგულირებელთან და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, “ბორჯომმა” მოახდინა ოპერირების აღდგენა ძირითად ბაზრებზე. სრულად ფუნქციონირებს საქართველოში და იმ საექსპორტო ბაზრებზე, სადაც პრობლემები ჰქონდა. თუმცა გრძელვადიანი რესტრუქტურიზაციაა დღის წესრიგში. ეს საჭიროა იქიდან გამომდინარე, რომ კომპანიის სტრუქტურა იყოს უფრო მოქნილი, ადეკვატური და მეტად პასუხობდეს გამოწვევებს, რომელიც დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე შეიქმნა. მართვაში მნიშვნელოვანი ცვლილებები მიმდინარეობს. ოპერატიულ მართვაში ჩვენ არ ვართ ჩართული, ამას ახორციელებს კომპანიის დაქირავებული ხელმძღვანელობ, მაგრამ მნიშვნელოვანი სტრატეგიული გადაწყვეტილებები, სხვა აქციონერებთან ერთად, თანხმდება სახელმწიფოსთან, ერთადერთი მიზნიდან გამომდინარე, რომ “ბორჯომის”, სტრატეგიული ბრენდის ინტერესები მაქსიმალურად დავიცვათ. კიდევ უფრო ძლიერად იყოს „ბორჯომი“, როგორც ბრენდი საერთაშორისო ბაზარზე წარმოდგენილი და ბორჯომში დასაქმებული მოქალაქეების ინტერესები მაქსიმალურად იყოს დაცული”,- თქვა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.
Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დაზიანებული ატრაქციონები, ჩამსხვრეული ლამპიონები, გატეხილი სკამები და მოშლილი ინფრასტრუქტურა - ასეთია ვანდალიზმის შემთხვევების შედეგები ბორჯომში.
პანდემიის დროს მთელს მსოფლიოში მნიშვნელოვნად შემცირდა ბავშვთა რუტინული იმუნიზაციის მაჩვენებლები.
დღის ამბები
30 წელი სოხუმის დაცემიდან-ბორჯომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს;
ცვლილებები ბიუჯეტში, ქუჩების დამისამართება და სამსახურების ანგარიშები - ბორჯომის საკრებულომ მორიგი სხდომა გამართა;
«« ოქტომბერი 2023 »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.