საზოგადოება
შსს-ს წარმომადგენლებმა ბორჯომის სკოლებში მოსწავლეებთან შეხვედრები გამართეს
შსს-ს სამინისტროს წარმომადგენლებმა
მოსწავლეებთან შეხვედრები სამცხე-ჯავახეთში, ბორჯომის N1 და N3 საჯარო
სკოლებში გამართეს.
საინფორმაციო-შემეცნებითი შეხვედრების მიზანია სკოლის მოსწავლეებში
საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის შესახებ ცნობიერების
ამაღლება, ასევე არასრულწლოვნების მიერ და მათ მიმართ ჩადენილი
დანაშაულების პრევენცია.
საპატრულო პოლიციის, კრიმინალური
პოლიციის, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის,
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის და ადამიანის უფლებათა
დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის
თანამშრომლებმა მოზარდებს ინფორმაცია მიაწოდეს მართლწესრიგთან
დაკავშირებით მათთვის საჭირო და აქტუალურ სხვადასხვა თემაზე, მათ
შორის ბავშვთა უფლებების, ნაადრევი ქორწინების და მისი ზიანის,
ბულინგის, ძალადობისა და ორგანიზებული დანაშაულის შესახებ.
შეხვედრებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა ბავშვებს
სხვადასხვა სტრუქტურული დანაყოფის საქმიანობის ამსახველი ვიდეორგოლი
წარუდგინეს.
შეხვედრები კითხვა-პასუხის რეჟიმში
წარიმართა. სამართალდამცველებმა მოსწავლეების შეკითხვებს
უპასუხეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო შემეცნებითი კამპანიის -
„ემეგობრე პოლიციას“ ფარგლებში, სკოლებში საინფორმაციო-შემეცნებითი
შეხვედრები გრძელდება და ქვეყნის მასშტაბით, ეტაპობრივად, სხვადასხვა
სკოლაში გაიმართება.
გააზიარეთ :