საზოგადოება
სამცხე-ჯავახეთს 35 უცხოელი ბლოგერი ეწვია
სამცხე-ჯავახეთს 35 უცხოელი ბლოგერი
ეწვია.
ბლოგერები სპარსეთის ყურის ქვეყნებს
წარმოადგნენ და სოციალ მედიაში მათი საერთო აუდიტორია 35 მილიონს
შეადგენს.
ბლოგერები ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკს ეწვივნენ, მოინახულეს
ახალციხის ციხე და ასპინძის ხეობა. აღნიშნული ღონისძიება ხელს
შეუწყობს სამცხე-ჯავახეთის შესახებ ცნობადობის გაზრდას.
საქართველოში ბლოგერების ჩამოსვლა
უზრუნველყო კომპანია პრო ვიჟენმა, 5 ნოემბერს გამართულ საერთაშორისო
ტურიზმის ბიზნესს ფორუმთან დაკავშირებით. რეგიონში ბლოგერებს
სამცხე-ჯავახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციამ
უმასპინძლა.
სამცხე-ჯავახეთის DMO ივენთის
ერთ-ერთი მხარდამჭერი ორგანიზაცია იყო საქართველოს ტურიზმის ეროვნულ
ადმინისტრაციასთან და საქართველოს ტურიზმის ასოციაციასთან ერთად.
ბიზნეს ფორუმის მთავარ თემებს წარმოადგენდა - ინვესტირება, ტურიზმი,
და უძრავი ქონება.
გააზიარეთ :