საზოგადოება
საქართველოს საჯარო სკოლის მოსწავლეების 8,8 პროცენტი სოციალურად დაუცველია
საქართველოს საჯარო სკოლის მოსწავლეების 8,8 პროცენტი სოციალურად დაუცველია. ეს არის ოფიციალური სტატისტიკური მონაცემები, რომლებიც განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა 21 ოქტომბერს მიაწოდა ლევან ბეჟაშვილს დეპუტატის კითხვის პასუხად.

ოფიციალური დოკუმენტის მიხედვით, საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე სულ 2086 სკოლაა, რომლებშიც 571 402 მოსწავლე სწავლობს. მათგან 50 130 სოციალურად დაუცველია.

საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე არსებული საჯარო სკოლებიდან ყველაზე მეტი სოციალურად დაუცველი თბილისში, ისანი-სამგორის რაიონის ორ სკოლაში სწავლობს. ამ სტატისტიკური მაჩვენებლის პირველ ხუთეულში მოხვდა ჭიათურის ორი და აფხაზეთის ერთი სკოლა.

თბილისის №180-ე სკოლაში 2221 მოსწავლე სწავლობს, საიდანაც 370 სოციალურად დაუცველია;
თბილისის №131-ე სკოლაში 1119 მოსწავლე დადის, საიდანაც 264 სოციალურად დაუცველია;
ჭიათურის №1 სკოლაში 985 მოსწავლე დადის, მათგან 253 სოციალურად დაუცველია;
ილია ვეკუას სახელობის აფხაზეთის №11 საჯარო სკოლაში 413 მოსწავლიდან 199 სოციალურად დაუცველია;
ჭიათურის №7 სკოლაში 390 მოსწავლე დადის, საიდანაც 198 სოციალურად დაუცველია.

განათლების სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით, არის ისეთი სკოლები, რომლებშიც ყველა მოსწავლე სოციალურად დაუცველია. მაგალითად, სოციალურად დაუცველია ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ჭალოვანის 19 და საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიჩის 12-ვე მოსწავლე. ასეთი სკოლა საქართველოში სულ ექვსია.
წყეო: ,,რადიო თავისუფლება''
Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.