ბორჯომში კორპუსს სადაც აფეთქება მოხდა, ექსპერტიზა ხვალ ჩაუტარდება
ხვალ, 24 ოქტომბერს, ლიკანში იმ
მრავალბინიან კორპუსს, სადაც აფეთქება მოხდა, ექსპერტიზა ჩაუტარდება.
კორპუსის მდგომარეობას სამხარაულის საექსპერტო ბიურო
შეისწავლის.
"ხვალ, სამხარაულის ბიუროს ექსპერტიზა ჩაუტარდება კორპუსს. ზუსტად არ
ვიცი, რა ვადაში იქნება ცნობილი შედეგი. თუმცა, ამ ექსპერტიზის
შედეგად გადაწყდება, შევუშვებთ თუ არა ხალხს კორპუსში საცხოვრებლად და
რა სახის დახმარებას გაუწევს მოსახლეობას ადგილობრივი
თვითმმართველობა" - განაცხადა ტელეკომპანია "ბორჯომთან" საუბრისას
ბორჯომის მერმა ოთარ არბოლიშვილმა.