ახალი ამბები
"70 ადამიანი გადავიყვანეთ ბორჯომის სასტუმროებში" - ბორჯომის მერი
ლიკანში, მრავალბინიან კორპუსში მომხდარი აფეთქების შემდეგ, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მიერ მოხდა 70 ადამიანის გადაყვანა და განთავსება სასტუმროებში. დანარჩენები არ საჭიროებდნენ საცხოვრებლით უზრუნველყოფას. მოსახლეობის ნაწილი ღამეს ნათესავებთან და ახლობლებთან გაათევს. 

ბორჯომის მერის ოთარ არბოლიშვილის განცხადებით, 70 ადამიანი იქამდე დარჩება სასტუმროებში, სანამ არ ექნებათ მათ შესაბამისი საცხოვრებელი პირობები. ფინანსურ ნაწილს ადგილობრივი თვითმმართველობა უზრუნველყოფს. არბოლიშვილის ინფორმაციით, აღნიშნულ კორპუსს სამხარაულის ბიუროს მიერ ექსპერტიზა ორშაბათს ჩაუტარდება. იქამდე კორპუსში საცხოვრებლად არცერთი ოჯახი არ რჩება. 

"დღეს მოხდა მოსახლეობის აღრიცხვა და შემთხვევის დროს აღნიშნულ კორპუსში იმყოფებოდა 142 ადამიანი. ჯამში 48 ოჯახი. 142-დან 70 ადამიანს ესაჭიროებოდა ღამის გასათევი ადგილი. ამიტომ, ბორჯომის მუნიციპალიტეტმა უზრუნველყო ამ ადამიანების ტრანსპორტირება და განთავსება ბორჯომის სასტუმროებში. ისინი იქამდე დარჩებიან სასტუმროებში, სანამ მათ არ ექნებათ შესაბამისი საცხოვრებელი პირობები. ორშაბათს, კორპუსს ჩაუტარდება სამხარაულის ბიუროს მიერ ექსპერტიზა და გაირკვევა, საცხოვრებლად ვარგისია თუ არა ეს მრავალსართულიანი ბინა. ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ გადაწყდება, დამატებით როგორ დავეხმარებით ადგილობრივ მოსახლეობას" - განაცხადა ტელეკომპანია "ბორჯომთან" საუბრისას ოთარ არბოლიშვილმა. 

ცნობისთვის, დღეს, 22 ოქტომბერს, ლიკანში, ერთ-ერთ მრავალბინიან კორპუსში აფეთქება მოხდა. მარტოხელა ქალს სახლში გაზი აუფეთქდა. დაშავებული ბორჯომის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს. შემთხვევის ადგილიდან ევაკუირებულია მოსახლეობა. ტერიტორია შემოსაზღვრულია და მიმდინარეობს შემოწმება. ადგილზე მუშაობენ შესაბამისი სამსახურები. მომხდარის შედეგად დაზიანებულია კორპუსის პირველი და მეორე სართულები.




ამავე თემაზე:


"ჩვენს სართულზე ჩამონგრეულია ყველაფერი, საცხოვრებლად აღარ ვარგა" - ადგილობრივები მომხდარის შესახებ;

ბორჯომში აფეთქების შედეგად დაშავებული ქალი სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს;

აფეთქება ლიკანში - ფოტოები შემთხვევის ადგილიდან;

ბორჯომში საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა.
Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.