ახალი ამბები
საქართველოში შესაძლოა, "აგრესიული ჯიშის" ძაღლების გამრავლება აიკრძალოს
სოფლის მეურნეობის სამინისტრო, თბილისის მერიისა და სხვა უწყებების ჩართულობით, აგრძელებს მუშაობას შინაური ცხოველების შესახებ რეგულაციების შექმნაზე.
გათვალისწინებულია სისხლის სამართლის და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობაც. შესაძლოა, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისროს იმ ადამიანს, რომლის ძაღლიც სხვას დაზიანებებს მიაყენებს.

"მსჯელობის საგანია, როგორც არის ევროპის ქვეყნებში, კონკრეტული ჯიშის ძაღლების გამრავლება საერთოდ აიკრძალოს თუ არა. მაგალითად, პიტბულის ჯიშის ძაღლი.

თუ შევა ეს შეზღუდვა ძალაში, მას არ ექნება უკუძალა. ცხოველის პატრონს, რომელსაც მსგავსი აგრესიული ჯიშის ძაღლი ჰყავს, არ მოუწევს, რომ ცხოველი გააქროს ან დააძინოს. კანონის ძალაში შესვლიდან შემდგომ პერიოდზე გავრცელდება ეს შეზღუდვა - თუ აიკრძალება პიტბულის ჯიშის ან სხვა "აგრესიული ჯიშის" ძაღლის გამრავლება, მაშინ ვერ მოხერხდება ასეთი ჯიშის ძაღლის შემოყვანა",
- თქვა მან.

"აგრესიული ჯიშის" ძაღლების გასეირნება, შესაძლოა, აეკრძალოს 16 წლამდე ადამიანს.

"თბილისში გვაქვს შეზღუდვა, გამონაკლისებში ზის აგრესიული ჯიშის ძაღლები, რომელზეც დამატებით შეზღუდვები ვრცელდება, თუმცა არ არსებობს ნუსხა, რომელი ძაღლები არიან აგრესიულები. საყოველთაოდ ცნობილი რა ჯიშებიც არის, გასაგებია და მაგით ვხელმძღვანელობთ და ხდება ადამიანის სანქცირება. ზოგი ნაკლებად ერკვევა ცხოველებში და ზოგი მეტად - მაგალითად, პიტბულის პატრონი ბევრი მინახავს, რომ არ იცის, ეს ჯიში აგრესიულია და რადგან მას არ კბენს და მასთან თვინიერია, მშვიდია", - თქვა ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს თანამშრომელმა "კვირის" პრესკლუბში.

როგორც ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში ვარაუდობენ, საკანონმდებლო განხილვა უახლოეს პერიოდში დაიწყება.
Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.