9 ოქტომბერს ბორჯომში ღვინის
ფესტივალი გაიმართება, ღონისძიება ბორჯომის ცენტრალურ ისტორიულ
პარკში15 საათზე დაიწყება და საღამოს 8 საათამდე გაგრძელდება.
ფესტივალზე მისულ სტუმრებს შეეძლებათ დააგემოვნონ და შეიძინონ
სხვადასხვა კუთხის ქართული ღვინო.
9 ოქტომბერს ღვინის ფესტივალს ბორჯომი უმასპინძლებს:
ბორჯომი/ცენტრალური ისტორიული პარკი
15:00–20:00 ქართული ღვინის დეგუსტაცია და
გამოფენა-გაყიდვა.
15:00–20:00 მესხური ყველისა და პურის დეგუსტაცია; ქართული საკვები
პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა.
15:00–20:00 სამახსოვრო სუვენირების გამოფენა-გაყიდვა.
15:00–20:00 მრავალფეროვანი კერძების სივრცე.
15:00–18:00 მასტერკლასები: პურის ცხობა; ჩურჩხელების ამოვლება;
ფელამუშის მომზადება.
15:00–16:00 ქართული სუფრა და სუფრის ტრადიციები; საუბრები და
ისტორიები საქართველოს წარსულიდან, თემა "ქართული ღვინო".
15:00–17:00 ქალაქური სიმღერები.
15:00–19:00 კოსტიუმირებული „მოსიარულე“ მუსიკალური ორკესტრი.
15:00–18:00 საბავშვო შემეცნებითი აქტივობები; ხელნაკეთი სამახსოვრო
სუვენირების დამზადება; შემეცნებითი თამაში - „ქართული ღვინის
ისტორია“.
16:00–17:00 მასტერკლასი: ღვინის სახეობები და კერძების შეხამება;
ღვინის დეგუსტაცია და შემეცნებითი საუბარი მოწვეულ სპეციალისტთან
ერთად.
15:00–20:00 გამოფენა/ინსტალაცია - „8000-წლიანი უწყვეტი
ტრადიცია“.
18:00-19:00 მუსიკალური პროგრამა: სოფო გელოვანი, მაგდა ნიკოლეიშვილი,
სალომე ბაკურაძე, ნოდიკო ტატიშვილი.
19:00-20:15 კონცერტი - ჯგუფი „ოჩოს
ქოხი“.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.