საზოგადოება
ჯიქი/ლეოპარდი კვლავ გამოჩნდა თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე
ჯიქი/ლეოპარდი კვლავ გამოჩნდა
თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე!
ნაკრესის კონსერვაციული კვლევის ჯგუფმა, თავდაუზოგავი მცდელობის
შედეგად, კვლავ დააფიქსირა ჯიქი/ლეოპარდი (Pantera pardus)
საქართველოში. თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე დამონტაჟებული ერთ-ერთი
ფოტო-ხაფანგის მიერ აგვისტოში გადაღებული ჯიქის ფოტო შემოდგომის
საველე გასვლისას აღმოაჩინეს ჯგუფის წევრებმა. საქართველოში ჯიქის
კვლევა ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) კავკასიის პროგრამის
ოფისის ინიციატივითა და ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
თუშეთში ჯიქის განმეორებითი გადაღება იმედს გვაძლევს, რომ მხოლოდ
ერთჯერად შემოსვლასთან კი არ გვაქვს საქმე, არამედ ლეოპარდი
საქართველოში ბრუნდება.
შეგახსენებთ, რომ 2021 წლის აგვისტოში ჯიქი თუშეთის დაცულ
ტერიტორიებზე დამონტაჟებული ერთ-ერთი ფოტო-ხაფანგის მიერ იქნა
გადაღებული.
ნაკრესმა საქართველოში ჯიქის კვლევის პროგრამა 2020 წლიდან განაახლა
ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) ინიციატივითა და ფინანსური
მხარდაჭერით.
წყარო:
გააზიარეთ :