რუსეთ-საქართველოს საზღვარზე გამშვებ
პუნქტთან რუსეთის ფედერაციის დატოვების მსურველთა 2 ათასამდე მსუბუქი
ავტომობილი შეინიშნება.
ამის შესახებ სააგენტო TASS-ს ჩრდილოეთ ოსეთის შინაგან საქმეთა
სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს.
„ჩრდილოეთ ოსეთი-ალანიის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არის 2000-მდე
ერთეული მსუბუქი ავტომობილი, რომლებიც ჩრდილოეთ ოსეთი-ალანიის
რესპუბლიკაში ჩამოვიდნენ და ზემო ლარსის საგუშაგოს გასავლელად თავის
რიგს ელოდებიან“, - განაცხადეს პრესსამსახურში.
წყარო:
www.interpressnews.ge