შსს-„საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელი დაკავებულია და ყველა მძევალი გათავისუფლებულია
ქუთაისში, „საქართველოს ბანკზე“
თავდამსხმელი დაკავებულია. ამის შესახებ შსს-ს სამინისტროს
პრესსამსახურის უფროსმა ქეთი კოვზიაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, სპეცოპერაცია წარმატებით დასრულდა და მძევლები
გათავისუფლებული არიან.
„დაკავებულია ერთ პირი. სპეცოპერაცია არის დასრულებული. ყველა მძევალი
არის თავისუფალი“, - აღნიშნა ქეთი კოვზიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ შეიარაღებული პირი ბანკში დაახლოებით 12:00 საათზე
შეიჭრა. თავდამსხმელს 12 მძევალი ჰყავდა და რუსულ დროშას, ანკესს,
ვერტმფრენს და 2 მილიონ დოლარს ითხოვდა.