საზოგადოება
გავრცელებული ინფორმაციით "საქართველოს ბანკზე" თავდამსხმელი დაკავებულია

ქუთაისში, „საქართველოს ბანკის“ ტერიტორიაზე სპეცოპერაცია ჩატარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ ეტაპზე მომხდართან დაკავშირებით ინფორმაცია არ გაუვრცელებია, თუმცა ტერიტორია დატოვა სამართალდამცველების ავტომობილმა.


 


არსებული ინფორმაციით, შენობა ყველა პირმა დატოვა. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ სამართალდამცველებმა შეიარაღებული პირის დაკავება მოახერხეს.

ადგილზე ცოტა ხნის წინ გასროლის ხმაც გაისმა, თუმცა უცნობია, ვის მიერ მოხდა გასროლა.

ბანკის ფილიალში შეიარაღებული პირი დღეს დილით შეიჭრა. ის 2 მილიონ დოლარს ითხოვდა და აცხადებდა, რომ ბანკში ასაფეთქებელი მოწყობილობები დაამონტაჟა. შსს-ს ინფორმაციით, თავდაპირველად, თავდამსხმელს 12 მძევალი ჰყავდა აყვანილი.

 

Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.