ქუთაისში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალიდან რამდენიმე მძევალი გათავისუფლებულია
არსებული ინფორმაციით, ქუთაისში,
„საქართველოს ბანკის“ ფილიალიდან რამდენიმე მძევალი
გათავისუფლებულია.
გათავისუფლებულია სავარაუდოდ, 3 მძევალი, თუმცა შინაგან საქმეთა
სამინისტროს ამასთან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაცია ჯერჯერობით
არ გაუვრცელებია.
შეიარაღებული პირი ბანკში დაახლოებით, 5 საათის წინ შეიჭრა.
თავდამსხმელი რუსულ დროშას, ანკესს, ვერტმფრენს და 2 მილიონ დოლარს
მოითხოვს.
ადგილზე ჩავიდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ
გომელაური.
შსს-სს ბოლო ინფორმაციით, „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალში
მძევლად 12 პირი იმყოფებოდა. შსს-ს განცხადებით, გამოძიება დაწყებულია
"საქართველოს ბანკის" ერთ-ერთ ფილიალზე თავდასხმის, ტერორისტული
აქტის, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების და საბრძოლო
მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე.