ქუთაისში „საქართველოს ბანკში“ შეჭრილი მძარცველი 2 მილიონ დოლარს ითხოვს
ქუთაისში „საქართველოს ბანკში“
შეჭრილი მძარცველი 2 მილიონ დოლარს ითხოვს და თანხის მისატანად
3-საათიან ვადას აწესებს. აღნიშნული მოთხოვნა შეიარაღებულმა პირმა
სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მძევლის მიერ გავრცელებულ ვიდეოში
დაასახელა.
ამასთან, ვიდეოჩანაწერში მძარცველი ასაფეთქებელ მოწყობილობაზეც
მიუთითებს, რომელიც, სავარაუდოდ, ოთახის ერთ-ერთ კედელზე არის
მიმაგრებული.
ცნობისთვის, ქუთაისში, რუსთაველის ქუჩაზე სპეცოპერაციაა. არსებული
ინფორმაციით, „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებული მძარცველი შეიჭრა.
დაუზუსტებელი ინფორმაციით, ბანკში ათამდე ადამიანი იმყოფება.
პერიმეტრი სამართალდამცველებს აქვთ გადაკეტილი.