საზოგადოება
რუსთაველის ქუჩაზე მდებარე სკვერს მიხეილ თვაურის სახელი მიენიჭა
ბორჯომის მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით რუსთაველის ქუჩაზე მდებარე სკვერს მიხეილ თვაურის სახელი მიენიჭა.
სკვერის საზეიმოდ გახსნეს ბორჯომის მერმა ოთარ არბოლიშვილმა და მიხეილ თვაურის შვილმა მანანა თვაურმა. სკვერის გახსნის ცერემონიალს ესწრებოდნენ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ზაალიშვილი, მერის მოადგილე გიორგი ტაბატაძე,
საკრებულოს წევრები, მიხეილ თვაურის ოჯახის წევრები და სამოქალაქო საზოგადოება.


მიხეილ პავლეს ძე თვაური იყო გამოჩენილი მეცნიერი, კურორტოლოგი, თეორეტიკოსი და პრაქტიკოსი ექიმი. მან დიდი ღვაწლი გასწია ბორჯომის სამკურნალო მინერალური წყლების შესწავლასა და ხალხის ჯანმრთელობისათვის მისი გამოყენების საქმეში.



მიხეილ თვაურს მინიჭებული აქვს: 1963 წ. - მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატის სამედიცინო ხარისხი; 1973წ. - ექიმ-თერაპევტის უმაღლესი საკვალიფიკაციო კატეგორია; 1982წ. - საქართველოს რესპუბლიკის დამსახურებული ექიმის წოდება; 1999წ. - ბორჯომის საპატიო მოქალაქის წოდება.


მას გამოცემული აქვს მრავალი სამეცნიერო მონოგრაფია. მ. თვაურს ეკუთვნის წიგნი-ნაშრომი „კურორტი ბორჯომი და მისი უნიკალური მინერალური წყლები“.
Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.