დღეს ელისაბედ მეორეს უინძორის სასახლეში დაკრძალავენ
დღეს, 19 სექტემბერს დიდი ბრიტანეთის
დედოფალ ელისაბედ მეორეს უინძორის სასახლეში დაკრძალავენ.
ამ დღისთვის ლონდონში მსოფლიოს
ლიდერები ჩავიდნენ.
მოელიან, რომ ბრიტანეთის დედოფლის ხსოვნას დღეს პატივს მიაგებს აშშ-ის
პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, რომელიც მეუღლე ჯილ ბაიდენთან ერთად ჩაფრინდა
ლონდონში. გამომშვიდობების შემდეგ მათ დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ III
მიიღებს.
ელისაბედ II-სთან გამოსამშვიდობებლად ვესტმინსტერის სასახლესთან
უზარმაზარი რიგებია.
ელისაბედ მეორე, 96 წლის ასაკში, ბალმორალის ციხესიმაგრეში 8
სექტემბერს გარდაიცვალა.