საზოგადოება
"აზერბაიჯანის აგრესიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 135-ია"- ნიკოლ ფაშინიანი
სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, აზერბაიჯანი-სომხეთის საზღვარზე 14 სექტემბრის ღამეს მომხდარ შეტაკებას მინიმუმ 135 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

„14 სექტემბრის ღამეს აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა განახორციელეს აგრესია სომხეთის რესპუბლიკის სუვერენული ტერიტორიის წინააღმდეგ და სომხეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების არაერთმა წარმომადგენელმა, ჯარისკაცებმა თავდაუზოგავად შესწირეს სიცოცხლე სამშობლოს დასაცავად. დღევანდელი მონაცემებით, დადასტურებული მსხვერპლის რაოდენობა 135-ია, მაგრამ, სამწუხაროდ, ვიცით, რომ ეს მაჩვენებელი ჯერ არ არის საბოლოო. ბევრი დაშავებულია“, - განაცხადა ფაშინიანმა დღეს, მთავრობის სხდომის დაწყებისას.

„გასული ღამის განმავლობაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი არსებითად დაცული იყო. შემიძლია აღვნიშნო, რომ შეიარაღებულ ძალებს შეუძლიათ მათ წინაშე დასახული ამოცანის შესრულება“, – განაცხადა მინისტრმა.
Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.