საზოგადოება
საქონლის დაავადება ნინოწმინდის ორ სოფელში დაფიქსირდა
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჟანოს შემდეგ, მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვის დაავადება ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ჟდანოვსა და სამებაშიც გავრცელდა.

ამ დროისთვის სამებაში, სავარაუდოდ პიროპლაზმოზით ძროხა ერთ ოჯახს მოუკვდა. ადგილობრივების თქმით, ამის შემდეგ, მოსახლეობამ შინაური ცხოველების აცრა დაიწყო. სამებაში ამბობენ, რომ ამ დრომდე აქ პიროპლაზმოზის შემთხვევები არ დაფიქსირებულა.

როგორც სოფელ სამების მკვიდრი ამბობს, წინა დღეს შენიშნა, რომ ხარი ავად გახდა. წამალი იყიდა და აცრა გაუკეთა. ცხოველი მალევე გამოჯანმრთელდა.

სულ 7 ძროხა მყავს, დაავადებული კი მხოლოდ ხარი იყო. მაგრამ დროულად შევნიშნე და ვუმკურნალე. სხვა შემთხვევა სოფელში არ დაფიქსირებულა.”

უკვე რამდენიმე დღეა, მსხვილფეხა პირუტყვი იხოცება სოფელ ჟდანოვშიც. ადგილობრივების თქმით, დაავადებას შემდეგი სიმპტომები ახლავს: სიცხე, ლორწოვანი გამონადენი, აჩქარებული გულისცემა.

სურსათის ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, რომ მკვდარი და ავადმყოფი ძროხებისგან აღებული სინჯები ლაბორატორიაში გამოსაკვლევად უკვე გადაგზავნილია და შედეგები ცნობილი რამდენიმე დღეში გახდება.

პიროპლაზმოზის მურნალობა სახელმწიფო პროგრამაში არ შედის. თვითონ მესაკუთრემ უნდა იზრუნოს პირუტყვის მკურნალობაზე.ინფექციის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია პრევენციული ღონისძიებების ჩატარება, ხოლო თუ ძროხა უკვე ავად არის, მაშინ ვეტერინართან კონსულტაცია აუცილებელია.

პიროპლაზმოზი სეზონური საძოვრული დაავადებაა. ვლინდება გაზაფხულზე, ზაფხულსა და შემოდგომაზე.

შეგახსენებთ, რომ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჟანოში 20-მდე ძროხა მოკვდა. ლაბორატორიული კვლევებით, დაავადება პიროპლაზმოზი გამოიკვეთა.

წყარო: რადიო "ნორი"
Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.