საქართველო-სომხეთის საზღვარზე ნინოწმინდის გამშვები პუნქტი დროებით იკეტება
საქართველო-სომხეთის საზღვარზე
ნინოწმინდის გამშვები პუნქტი დროებით დაიკეტება.
ინფორმაციას სომხეთის სახელმწიფო
შემოსავლების კომიტეტი ავრცელებს.
შეზღუდვები 9 სექტემბერს, 11:00 საათიდან 23:00 საათამდე იმოქმედებს.
მიზეზი ნინოწმინდის საბაჟო-გამშვები პუნქტის ახალ შენობაში
გადასვლაა.
საქართველოს ოფიციალურ უწყებებს საქართველო-სომხეთის საზღვარზე
მუშაობის შეჩერების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებიათ.
სასაზღვრო გამშვები პუნქტი "ნინოწმინდა" სოფელ სამებასთან
მდებარეობს.
წყარო: რადიო "ნორ"