ახალი ამბები
LABOR-ის შეხვედრა ბორჯომის პირველ და მეორე ჩამომსხმელი ქარხნების დირექტორებთან
ლაბორ • LABOR-ის თავმჯდომარესა და
ბორჯომის პირველი და მეორე ჩამომსხმელი ქარხნების დირექტორებს შორის
შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის მიზანი და განსახილველი
საკითხები იყო იმ დაპირებების მონიტორინგი, რომლებზეც მხარეები
აქციების დასრულებისას შეთანხმდნენ.
შეხვედრას ესწრებოდნენ "ლაბორის" თავმჯდომარე გიორგი დიასამიძე,
ბორჯომის ქარხნის პროფკავშირის თავმჯდომარე ცოტნე კიკნაძე და
კომიტეტის წევრები ზაზა გელაშვილი და გია ციცქიშვილი.
ლაბორ • LABOR-ის თავმჯდომარემ გიორგი დიასამიძემ ტელეკომპანია
"ბორჯომთან" საუბრისას განაცხადა, რომ მსგავ ფორმატში შეხვედრები,
ქარხნების ხელმძღვანელებთან სისტემატურად იმართება. მისი თქმით, ამ
დრომდე არანაირი პრობლემა არ შექმნილა პირობების შესრულებასთან
დაკავშირებით. გიორგი დიასამიძის ინფორმაციით, ოქტომბერში ასევე
შეხვედრა გაიმართება კომპანია IDS ბორჯომი საქართველოს დირექტორთან,
სადაც უფრო დეტალურად მოხდება დასაქმებულთა ხელშეკრულებების და სხვა
მნიშვნელოვანი დეტალების განხილვა.
ამავე თემაზე:
პროტესტი
ქარხანაში
გააზიარეთ :