საზოგადოება
ივანე კუპრაძის გარდაცვალებიდან 4 წელი გავიდა
ივანე კუპრაძის გარდაცვალების დღიდან
4 წელი გავიდა. დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ,
დავით იოსებაშვილმა, თავმჯდომარის
მოადგილემ თომა დეკანოიძემ, რეინჯერებმა და ივანე კუპრაძის ოჯახის
წევრებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს, საფლავი შეამკეს და მის ხსოვნას
პატივი მიაგეს.
ივანე კუპრაძე 2018 წლის 5 სექტემბერს, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ
პარკში გაჩენილი ხანძრის დროს, სამსახურეობრივი მოვალეობის
შესრულებისას, წაქცეულმა ხემ იმსხვერპლა.
ივანე კუპრაძე ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში 2003 წლიდან
მუშაობდა. გამორჩეული და თავდადებული შრომისთვის არაერთხელ აქვს
მიღებული მადლობის სიგელი. მინიჭებული აქვს ღირსების ორდენი
საქართველოს პრეზიდენტისგან. იგი გამოირჩეოდა ბრაკონიერებთან
შეუპოვარი ბრძოლით და ხშირად ჩაუგდია თავი საფრთხეში.
„დაცული ტერიტორიების სააგენტო არასოდეს დაივიწყებს ივანე
კუპრაძის და სხვა გმირი რეინჯერების თავგანწირვას. რეინჯერთა ღვაწლი
დაცული ტერიტორიების დაცვისა და განვითარების საქმეში ყოველთვის
სათანადოდ აღიარებული და დაფასებული იქნება“ - აღნიშნა
დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ, დავით იოსებაშვილმა.
გააზიარეთ :