ბათუმი - ახალციხის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
ჩატარებული აღდგენითი სამუშაოების
შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი
(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის 125-ე კმ-ზე, (ხულო-ზარზმის
მონაკვეთი) ავტოტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად აღდგენილია.
შეგახსენებთ, რომ ხულო-ზარზმის მე-2 ლოტის მშენებლობის ფარგლებში,
მიწა-კლდის მასის ჩამოსვლის და გზის სავალი ნაწილის დაზიანების
საშიშროების გამო, აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა
ცალმხრივად იყო აღდგენილი.
ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.