ახალი ამბები
რატომ გადაადგილდება სამხედრო ტექნიკა ვალე-ახალციხე-ხაშური-თბილისის მიმართულებით
საზოგადოების მაღალი ინტერესის და მათი ინფორმირების მიზნით, თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, ვალე-ახალციხე-ხაშური-თბილისი-ვაზიანის მიმართულებით საავტომობილო გზაზე სამხედრო ტექნიკით დატვირთული ტრაილერების კონვოის გადაადგილება მრავალეროვნული სამხედრო სწავლების „ღირსეული პარტნიორი 2022“ უკავშირდება.

"საზოგადოების ინფორმირების მიზნით, გვსურს გაცნობოთ, რომ ვალე-ახალციხე-ხაშური-თბილისი-ვაზიანის მიმართულებით საავტომობილო გზაზე სამხედრო ტექნიკით დატვირთული ტრაილერების კონვოის გადაადგილება მრავალეროვნული სამხედრო სწავლების „ღირსეული პარტნიორი 2022“ უკავშირდება. სწავლებაში მონაწილეობის მიზნით სამხედრო ტექნიკის დისლოკაციის საბოლოო ადგილად განსაზღვრულია ვაზიანის სამხედრო ბაზა და ვაზიანის პოლიგონი. საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილებისას კონვოის ესკორტირებას სამხედრო პოლიციის ეკიპაჟი უზრუნველყოფს.


ამერიკული სამხედრო ტექნიკით დატვირთული ტრაილერები საქართველოში გერმანიიდან ხუთი ქვეყნის - ავსტრიის, უნგრეთის, რუმინეთის, ბულგარეთისა და თურქეთის გავლით შემოდის.

საქართველო მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებას „ღირსეული პარტნიორი 2022“ უკვე მეექვსედ უმასპინძლებს. საერთაშორისო სწავლება მიზნად ისახავს საქართველოს, აშშ-ის, რეგიონულ პარტნიორებსა და მოკავშირე ქვეყნებს შორის მზადყოფნისა და ურთიერთთავსებადობის გაზრდას შავი ზღვის რეგიონში სტაბილური და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფისთვის"
- აღნიშნულია განცხადებაში.
Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.