სოფელ ავლევში პოლიციამ მკვლელობის ბრალდებით 1 პირი დააკავა
შიდა ქართლის პოლიციამ განზრახ
მკვლელობის ბრალდებით 1 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის
თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო
ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1988 წელს
დაბადებული თ.კ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა ქარელის
მუნიციპალიტეტის სოფელ ავლევში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1993
წელს დაბადებული ნაცნობი ქალი - თ.ჩ. გაგუდა.
პოლიციამ თ.კ. ბრალდებულის სახით დააკავა.
განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.