ახალდაბაში ომში დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს (R)
15:26 / 08.08.2022
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან
14 წელი გავიდა. ახალდაბაში, რუსული აგრესიის შედეგად დაღუპულთა
მემორიალთან, დღეს შეიკრიბნენ ადგილობრივი ხელისუფლების
წარმომადგენლები,მოქალაქეები, დაღუპული მეომრების
ოჯახის წევრები და მეგობრები. გარდაცვლილ მეომრებს პატივი მიაგეს და
მემორიალი ყვავილებით შეამკეს.
რუსული ინტერვენციის შედეგად დაიღუპა საქართველოს 228 მშვიდობიანი
მოქალაქე, 169 სამხედრო და 14 პოლიციელი. სახლები დატოვა 150 ათასამდე
ადამიანმა, მათგან დღემდე დევნილობაში რჩება 30 000.
რუსული აგრესიის სამიზნე ბორჯომიც გახდა, ოკუპანტი ქვეყნების
ვერტმფრენებმა ბორჯომის ტყეებში ცეცხლგამჩენი ჭურვები ჩამოყარეს.
ხანძარმა ბორჯომში ტყის 950 ჰექტარი ფართობი გაანადგურა. რუსეთს
დღემდე საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.