თუ დავუბრუნდებით 2008
წელს, მგონია, რომ მსოფლიოს ეძინა. ვფიქრობ, უფრო მეტად ტერორიზმთან
ბროლაზე ვიყავით ფოკუსირებული. ვიცოდით, რომ რუსეთი შესაძლოა
სტრატეგიული მოწინააღმდეგე იყო, თუმცა ბევრს გულუბრყვილოდ ეგონა, რომ
ცივი ომის შემდგომ ერაში რუსეთი, ზოგადად მაინც მოკავშირე იყო. ასე
რომ, ვფიქრობ, ეს იყო გარკვეული სურვილი, თუ თავბრუსხვევა, რომ
არაფერი გაკეთებულიყო.
ამერიკული
პერსპექტივიდან, იყო სამხედრო განხილვები იმასთან დაკავშირებით, რომ
მაგალითად ჩაკეტილიყო გვირაბი. ვფიქრობ, რომ ავღანეთისა და ერაყის
შემდეგ, უბრალოდ არსებობდა არაფრის კეთების განცდა. მგონია, რომ
ძალიან გულბრყვილოდ არსებობდა იმის იმედი, რომ რუსეთი წაიღებდა
საქართველოს ნაწილს, ამით დაკმაყოფილდებოდა და შემდეგ შესაძლებელი
იქნებოდა გამოსავლის მოძებნა.
თუმცა, კიდევ ერთხელ მინდა ხაზი
გავუსვა იმას, რომ არავის უნდა ომი, არავის უნდა ეს, დასავლეთში
ნამდვილად. ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ ისტორია გაკვეთილებს გვიგზავნის
და სამომავლოდ გვასწავლის. 2008 წლის ისტორია გვასწავლის, რომ თუ
უგულვებელყოფ, ან თავს ისე დაიჭერ, რომ თითქოს შეჭრა არ მომხდარა, ეს
არ დააკმაყოფილებს თავდამსხმელს და მას მხოლოდ კიდევ უფრო მოაშიებს"
-თემსთან დაკავშირებით, ადამ კინზინკერმა "ამერიკის ხმის"
ჟუენალისტთან ისაუბრა.
წყარო-ამერიკის ხმა