ახალი ამბები
"რა თქმა უნდა, რუსული პროექტი არ განხორციელდება" - "ფორტ რაბათი" გაუქმებულია
"ბოიარდის ციხესიმაგრის" რუსული
ანალოგი რაბათის ციხეზე აღარ გაიმართება.
ამის შესახებ ახალციხის ციხის
დირექტორმა გიორგი ნათენაძემ "მთავართან" საუბრისას
განაცხადა.
პროექტის ანონსს საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა. "ფორტ
რაბათი" რუსეთ-საქართველოს ომიდან 14 წლის თავზე, 7 აგვისტოს უნდა
გამართულიყო.
რაბათის ციხის დირექტორი, გიორგი ნათენაძე ადასტურებს, რომ რუსულ
კომპანია Qvevri Event-თან მართლაც მიმდინარეობდა მოლაპარაკებები,
თუმცა მას შემდეგ, რაც მათთვის გახდა ცნობილი, რომ კომპანია რუსეთის
მოქალაქეს ეკუთვნის და ის ადგილზე რუსულენოვანი პროექტის
განხორციელებას აპირებდა, მოლაპარაკებები ჩაიშალა.
"ჩვენ ლაპარაკი გვქონდა, რომ რაბათში შემოსული ტურისტების
ვინც იქნებოდნენ, მათთვის უნდა გაეკეთებინათ ექსკლუზიური პაკეტები და
იქვე შეეთავაზებინათ ტურისტებისთვის 1-საათიანი თამაში და გადაღება,
ამაში გადაიხდიდნენ თანხას იჯარის. შეთანხმება არ გვაქვს, ხელიც არ
არის მოწერილი და მით უმეტეს, თუ რუსული პროექტია, მსგავსი რამ არ
გაიმართება. ერთხელ იყვნენ ჩამოსული მოლაპარაკებაზე, მოსინჯეს სად
შეიძლება გადაეღოთ, დაათვალიერეს. რა თქმა უნდა რუსული პროექტი არ
განხორციელდება და არც რუსულენოვანი", - ამბობს გიორგი
ნათენაძე.
გააზიარეთ :