საზოგადოება
ტექინსპექტირების გადასახადი შესაძლოა გაიზარდოს, განმეორებითი ინსპექტირება კი ფასიანი გახდეს
ტექინსპექტირების გადასახადი შესაძლოა, გაიზარდოს, განმეორებით ინსპექტირებაზე კი ფასი დაწესდეს. ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ ტექინსპექტირების ცენტრების კავშირის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შიოლაშვილმა განაცხადა.

მისივე ცნობით, ცვლილების განხორციელება შემოდგომაზე იგეგმება. მეტიც, პარლამენტში ინიცირებულია კანონპროექტი, რომელიც ტექინსპექტირების ჯარიმის არგადახდის შემთხვევაში საფასურის ეტაპობრივ ზრდას ითვალისწინებს - პირველ ჯერზე ჯარიმა კვლავ 50 ლარი იქნება, გადაუხდელობის შემთხვევაში, 1 თვის შემდეგ - 150, კიდევ ერთი თვის შემდეგ კი 300 ლარი, ამის შემდეგ რაოდენობა გასამმაგდება.

ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაციის პრეზიდენტის დავით მესხიშვილის განმარტებით, ჯარიმების გაზრდა იმით არის განპირობებული, რომ რეფორმა, ფაქტობრივად, ჩავარდნის საფრთხის ქვეშაა.

„ჯარიმების გამკაცრება უკავშირდება იმას, რომ რეფორმა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც საგზაო, ეკოლოგიური უსაფრთხოებისთვის, ასევე ევროინტეგრაციისთვის, ფაქტობრივად, ჩავარდნის საფრთხის ქვეშ დადგა, რადგან მიუხედავად იმისა, რომ ავტომობილების რაოდენობა (ერთეულებში) იზრდება, მიმართვიანობა ინსპექტირების ცენტრებში მცირდება. მაგალითად, შემიძლია გითხრათ, რომ 60 ათასით იკლო მიმართვიანობამ, მაშინ როცა ავტომობილების რაოდენობა 160 ათასით გაიზარდა", - აღნიშნავს მესხიშვილი.

მისი ვარაუდით, ეს მაჩვენებელი მიანიშნებს იმაზე, რომ საზოგადოებას ბოლომდე გააზრებული არ აქვს ამ რეფორმის მნიშვნელობა და სწორედ ამიტომ არის მიმართვიანობა დაბალი.

"ჯარიმების გაზრდა არის ამ პრობლემების მოგვარების ერთ-ერთი გზა, თუმცა მხოლოდ ეს ვერ იქნება გამოსავალი, ადამიანებს თავად უნდათ სურდეთ კანონის აღსრულება, სწორედ ამას ვგულისხმობ, რომ ცნობიერების ამაღლების ნაწილში იყო სამუშაო,“ - განაცხადა მესხიშვილმა.

წყარო: www.bpn.ge
Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.