ბორჯომის მერის მოადგილე, იოსებ რაზმაძე გარდაიცვალა
წუხელ გვიან ღამით, ბორჯომის მერის
მოადგილე, იოსებ რაზმაძე 56 წლის ასაკში გარდაიცვალა.
იოსებ რაზმაძე ბორჯომის მერის მოადგილედ 2021 წლის 22 თებერვალს
დაინიშნა.
ის რამდენიმე თვე ბორჯომის მერის მოვალეობასაც ასრულებდა. მერის
მოადგილედ არჩევამდე იოსებ რაზმაძე, შინაგან საქმეთა სამინისტროს
ბორჯომის სამმართველოში მუშაობდა.
ტელეკომპანია ,, ბორჯომი“ სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახის
წევრებსა და მის თანამშრომლებს.