ჯავახეთში კრიტიკული პოლიტიკის სკოლის მონაწილეების შერჩევა მიმდინარეობს
სოციალური სამართლიანობის ცენტრი
აცხადებს მიღებას ჯავახეთის რეგიონში კრიტიკული პოლიტიკის სკოლის
მონაწილეების შესარჩევად.
კრიტიკული პოლიტიკის სკოლის მონაწილეები შეიძლება გახდნენ ჯავახეთის
რეგიონში (ახალქალაქის, ნინოწმინდისა და ახალციხის მუნიციპალიტეტებში)
მოქმედი ან ამ რეგიონით დაინტერესებული სამოქალაქო აქტივისტები, თემის
ლიდერები და ახალგაზრდები, რომლებიც უკვე მონაწილეობენ, ან აქვთ
ინტერესი და მზადყოფნა მონაწილეობა მიიღონ დემოკრატიული, თანასწორი და
სოლიდარობის იდეებზე დაფუძნებული საზოგადოების მშენებლობაში.
პლატფორმის ფარგლებში წინასწარ მომზადებული სილაბუსის საფუძველზე
ჩატარდება 16 თეორიული ლექცია/დისკუსია სოციალური, პოლიტიკური და
ჰუმანიტარული მეცნიერებებიდან, რომელსაც სათანადო აკადემიური
გამოცდილების მქონე პირები და აქტივისტები წაიკითხავენ. პლატფორმის
მონაწილეების საჭიროებების გათვალისწინებით, ასევე დაიგეგმება
სემინარების ციკლი კოლექტიური მობილიზაციის, სოციალური
ცვლილებებისთვის ბრძოლის სტრატეგიებსა და ინსტრუმენტებზე (4
სემინარი).
აღსანიშნავია, რომ სოციალური სამართლიანობის ცენტრს უკვე ჰქონდა
ამგვარი კრიტიკული პოლიტიკის სკოლების ორგანიზების კარგი გამოცდილება
თბილისში, მარნეულში, აჭარასა და პანკისში.
კრიტიკული პოლიტიკის სკოლის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრების
ფორმატი:
თეორიული ლექცია/დისკუსია
გასვლითი ვიზიტები რეგიონებში
შერჩეული წიგნის/სტატიის კითხვის წრე
პრაქტიკული სემინარები
სკოლის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრებთან დაკავშირებული ორგანიზაციული
დეტალები:
სკოლის მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა: 25
ლექციებისა და სემინარების რაოდენობა: 20
სალექციო დროის ხანგრძლივობა: 8 საათი (თვეში 2 შეხვედრა)
ლექციათა ციკლის ხანგრძლივობა: 6 თვე (ივლისი-დეკემბერი)
ლექციების ჩატარების ძირითადი ადგილი: ნინოწმინდა, თბილისი
კრიტიკული სკოლის მონაწილეები უნდა დაესწრონ სალექციო საათების სულ
მცირე 80%-ს.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი სრულად დაფარავს მონაწილეების
ტრანსპორტირების ხარჯებს.
შეხვედრებზე უზრუნველყოფილი იქნება სომხურ ენაზე
თარგმანიც.
შეხვედრების შინაარსი, გრაფიკი, ხანგრძლივობა და ასევე სხვა
ორგანიზაციული დეტალები შეთანხმებული იქნება სკოლის მონაწილეებთან,
ადგილობრივი კონტექსტისა და მათი ინტერესების გათვალისწინებით.
მონაწილეთა შერჩევის წესი:
პლატფორმაში მონაწილეობის შესაძლებლობა ექნებათ უმაღლესი განათლების
მქონე (ან დამამთავრებელი კრუსის) 20 წლიდან 35 წლამდე ასაკის
ახალგაზრდებს.
კრიტიკული პოლიტიკის სკოლაში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში
გთხოვთ, მიმდინარე წლის 30 ივნისამდე გაგზავნეთ თქვენი ავტობიოგრაფია
და საკონტაქტო ინფორმაცია.
დოკუმენტაცია გაგზავნეთ შემდეგ მისამართზე:
This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ: "კრიტიკული პოლიტიკის სკოლა
ჯავახეთში".