რუსეთიდან ვიზიტორების რაოდენობა გაიზარდა
2022 წლის მაისში საქართველოში
რუსეთიდან ვიზიტორების რიცხვი გაიზარდა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, გასულ თვეში წინა წლის
ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რუსეთიდან საერთაშორისო ვიზიტორების
რაოდენობა 376.6%-ით არის გაზრდილი.
აღსანიშნავია ისიც, რომ საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობის
მიხედვით, ტოპ-15 ქვეყანას შორის რუსეთი მეორე ადგილზეა. პირველ
ადგილს იკავებს თურქეთი - 60 184 ვიზიტორით, მე-3 ადგილს კი სომხეთი
იკავებს 42 606 ვიზიტორით.