30 მაისს გაფანტულ სკლეროზთან ბრძოლის დღე აღინიშნება
ყოველწლიურად, მსოფლიოს მრავალი
ქვეყანა, 30 მაისს საღნიშნავს გაფანტულ სკლეროზთან ბრძოლის დღეს -
გლობალური სოლიდარობის და მომავლის იმედის ნიშნად!
პირველად, გაფანტული სკლეროზის მსოფლიო დღე (World Multiple Sclerosis
Day), გაფანტული სკლეროზის საერთაორისო ფედერაციამ (MSIF), 2009 წელს
აღნიშნა. აღნიშნული ფედერაცია ოფიციალურად 1967 წელს დაარსდა და მისი
მიზანია გაფანტული სკლეროზის, მისი მკურნალობის მეთოდების შესახებ
სამეცნიერო კვლევების პოპულარიზაცია და ინფორმაციის გავრცელებაა,
თემატური კამპანიების საშუალებით.
გაფანტული სკლეროზის სიმბოლოს ნარინჯისფერი ცნობადობის ლენტი
წარმოადგენს.
გაფანტული სკლეროზის მსოფლიო დღეს, ბევრ ქვეყანაში იმართება
კონფერენციები, საგანმანათლებლო ლექციები და სემინარები. ექიმებს
გადაეცემათ საპატიო დიპლომები, სერტიფიკატები - დაავადების
მკურნალობაში წარმატების მიღწევისთვის. საქველმოქმედო ფონდები
აგროვებენ თანხებს, აღნიშნული დაავადების მქონე ადამიანებისთვის.
სპეციალისტები კი იძლევიან რჩევებს, ჯანმრთელობის შენარჩუნებასთან
დაკავშირებით.
წელს, გაფანტული სკლეროზის მსოფლიო დღის თემა გახლავთ „კავშირი“
(Connect). თემა 2020-დან 2022 წლამდე გრძელდება და ყურადღებას
ამახვილებს სამყაროს გაერთიანებაზე როგორც ერთმანეთთან, ასევე საკუთარ
თავზე უკეთესი მოვლისთვის.