ახალი ამბები
მსოფლიოში პირველად 100 მილიონს გადააჭარბა ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულთა რიცხვმა
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, მსოფლიოში პირველად 100 მილიონს გადააჭარბა ლტოლვილების და იძულებით გადაადგილებული პირების რიცხვმა.

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის მიერ დღეს, 23 მაისს გამოქვეყნებული მონაცემებით, 2021 წლის ბოლოსთვის, მსოფლიოში ლტოლვილების და იძულებით გადაადგილებული პირების საერთო რიცხვმა 90 მილიონს მიაღწია, რასაც ხელი შეუწყო ძალადობის ახალმა ტალღებმა და გაჭიანურებულმა კონფლიქტებმა ეთიოპიაში, ბურკინა-ფასოში, მიანმაში, ნიგერიაში, ავღანეთსა და კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში. 2022 წელს უკრაინაში ომმა ლტოლვილად აქცია 6 მილიონზე მეტი და ქვეყნის შიგნით იძულებით გადაადგილებულად 8 მილიონი ადამიანი.

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის განცხადებით, 100 მილიონი რეკორდია, რომელიც არასდროს უნდა დამყარებულიყო და ამასთან, ერთდროულად შემაშფოთებელი და გამოსაფხიზლებელი რიცხვიცაა.
Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.